Essay on Morgan Stanley One Firm Firm

842 Words Jun 7th, 2015 4 Pages
მორგან სტენლი 1. რა გამოწვევები/პრობლემები დახვდა მაკს ხალხის მართვაში, როდესაც შეუერთდა მორგან სტენლის?
Morgan Stanley-ს გაზრდილი მასშტაბებიდან და სტრუქტურის არარსებობიდან გამომდინარე, კომპანია ვეღარ კონტროლდებოდა მენეჯერების მიერ. მათ ევალდებოდათ გაზრდილი რაოდენობის თანამშრომლების ზედამხედველობა. საჭირო იყო ახალი მენეჯერული მიდგომა, არსებული მენეჯერების დატრენინგება. ამას დაემატა დაძაბულობა Investment Banking-სა და Sales & Trading-ს შორის, რასაც მოჰყვა გადაწყვეტილების მიღების პროცესის გახანგრძლივება. კომპანიის წარმატებაზე უარყოფითად მოქმედებდა ფაქტი, რომ დეპარტამენტები მხოლოდ საკუთარი წარმატებისთვის მუშაობდნენ და არ იგრძნობოდა მათ შორის გუნდურობა. ამას ემატება თანამშრომლების უკმაყოფილება კომპენსაციისა და დაწინაურების კუთხით.
…show more content…
ძველი ოპერირების ძირითადი შეცდომა, მისი აზრით, იყო ის, რომ მოკლევადიან საქმიანობას ექცეოდა ძირითადი ყურადღება და სწორედ აღნიშნული შეცდომის გამოსწორებაზე არის ორიენტირებული მაკი. ის დარწმუნებულია, რომ თანამშრომლები არა მხოლოდ ფულის გამო, არამედ კარიერული წინსვის, გუნდურობის შეგრძნების გამო მოდიან მორგან სტენლიში. 3. არის თუ არა მაკი, ცვლილებების სამართავად კარგი და ეფექტური ლიდერი? რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები?
მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია დავასკვნა, რომ მაკი ცვლილებების სამართავად კარგი და ეფექტური ლიდერია. მაკს ახასიათებდა მიზანმიმართულობა და მუდმივად საკუთარი თავის გაუმჯობესება. საინტერესოა, რომ იგივეს მოითხოვდა თანამშრომლებისაგან. მის ენთუზიაზმი შესამჩნევი იყო კომპანიაში და თანამშრომლებიც შეეცდებოდნენ მხარში ამოდგომას, მიუხედავას იმისა, რომ ბევრი მას სკეპტიკურად უყურებდა, განსაკუთრებით Investment Bank-ის წარმომადგენლები, რადგანაც მაკი სხვა დეპარტამენტიდან (Fixed Income) იყო და მიიჩნევდნენ, რომ მაკს არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა, ემართა ისინი. თუმცა მაკის მიერ თანამშრომლების აზრის გათვალისწინება, ენთუზიაზმი იმაშიც გამოიხატა, რომ შეხვდა Investment Banking-ის წარმომადგენლებს, მათ კლიენტებს, დააზუსტა მათი საჭიროებები. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ მაკს ნამდვილად შეეძლო ყოფილიყო ეფექტური ლიდერი, იმდენად რამდენადაც, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვა დაფასება თანამშრომლებისგან. მაკი ხვდებოდა, რომ ორგანიზაციის წარმატების განმაპირობებელი არის თანამშრომლები, ამიტომ

Related Documents